მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნორვეგიაში ქართული ქარვისფერი ღვინის ბუმია“ - ნათია ყურუა

gvino

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ნორვეგიაში ქარვისფერი ქართული ღვინის ბუმია“, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ნორვეგიაში ქართული ღვინის ბარი Gvino-ს თანადამფუძნებელმა, ნათია ყურუამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Gvino-ში 120 სახეობის ქართული ღვინოა წარმოდგენილი, რომლის გაყიდვების 20-30% კი ქარვისფერი ღვინოზე მოდის.

„ბარში წარმოდგენილი გვაქვს ყველა გემოვნების ადამიანზე მორგებული ქართული ღვინო, თუმცა ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარული ქარვისფერი ღვინოა და გაყიდვების 20-30% სწორედ ამ ღვინოზე მოდის“, - ამბობს ნათია ყურუა. Gvino-ში  ერთი ჭიქა ქართული ღვინის ფასი 11 ევროდან იწყება.

„ეს ფასი ნორვეგიისთვის ძალიან იაფია. აქ პროდუქციაზე დანამატები მოჭრილია და  საკმაოდ მაღალია. რაც უფრო ძვირიანია ღვინო, უფრო იაფი გამოდის, რადგან ყველა ღვინოს ფასის დანამატი ერთი და იგივე აქვს.“ - აცხადებს Gvino-ს თანადამფუძნებელი.

პირველი ქართული ღვინის ბარი Gvino ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსენდში 2023 წლის 23 მაისს ოფიციალურად გაიხსნა. ბარი ორი სივრცისგან შედგება, ღია და დახურული, და საერთო ჯამში 50-60 სტუმრის მიღება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები