ნორვეგიის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. ამჯერად, პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტურეს ლეიბორისტებმა ხმების 51.5% მოიპოვეს და 169 საპარლამენტო მანდატიდან 87 მიიღეს.
მმართველი პარტიის პოპულარობის კლების ფონზე, მემარჯვენე პოპულისტების “პროგრესის პარტიის” შედეგები 2021 წლის არჩევნებთან შედარებით გაორმაგდა და 24%-ს მიაღწია.
წლევანდელ არჩევნებზე მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხებად ინფლაცია, საცხოვრებელი ხარჯების ზრდა და ასევე საჯარო სერვისებზე გაზრდილი გადასახადები დასახელდა. ამასთან, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუ რას ფიქრობდნენ პარტიები საერთაშორისო კონფლიქტებთან დაკავშირებით.
იმის მიუხედავად, რომ ლეიბორისტებმა არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვეს, პარტია საპარლამენტო დონეზე სხვა მემარცხენეებთან: მწვანეებთან, კომუნისტებთან და აგრარულ პარტიასთან კოალიციურ თანამშრომლობას სერიოზულად გაინიხილავს. რაც შეეხება მემარჯვენე პროგრესულ პარტიას, მისი ლიდერები პირობას დებენ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავრობას ანგარიშვალდებულებაზე იზრუნებენ და თუ 2029 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ, არამარტო საიმიგრაციო პოლიტიკას გაამკაცრებენ, არამედ შეამცირებენ გადასახადებს და სოციალური დახმარების ბიუჯეტს.




























