მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო შეშფოთებას გამოხატავს

ნორვეგიის დროშა
01.05.24 23:52
190

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ნორვეგიის საგარეო უწყება აქციის მონაწილეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ და მთავრობას მშვიდობიანი პროტესტის და შეკრების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ღრმად ვართ შეშფოთებულები თბილისში აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება", - აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები