მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიის საგარეო უწყება არასამთავრობო ორგანიზების ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა

არასამთავრობოები
BM. GE
29.08.25 16:44
374

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე საქმის ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

ოფიციალური ოსლო აცხადებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არასამთავრობო სექტორის საქმიანობით სარგებელს იღებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 27 აგვისტოს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. NGO-ებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. ამ დროისთვის დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები