მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიის სუვერენული ფონდი მასკისთვის Tesla-ს $1 ტრილიონის აქციების გადაცემას მხარს არ დაუჭერს

ისრაელ-ჰამასის ომი

მსოფლიოს უმსხვილესი, $2-ტრილიონიანი ნორვეგიული სუვერენული ფონდი, რომელიც Tesla-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია, ილონ მასკისთვის $1-ტრილიონიანი სახელფასო ჩეკის გადაცემას მხარს არ დაუჭერს. ოფიციალურად გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ გასაცემი ჯილდოს მოცულობა ფონდისთვის შეუსაბამოდ დიდია. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ მასკის ხელში კომპანიის წილების მსგავსი მასშტაბით აღმოჩენა სხვა მეწილეების გავლენას საგრძნობლად შეამცირებს.

“ჩვენ არ გვსურს, რომ Tesla “ადამიან-კომპანიად” იქცეს, რომელიც თითქმის სრულად ერთ ადამიანზე, ერთ ინდივიდუალზე იქნება დამოკიდებული”,- აღნიშნულია ნორვეგიის სუვერენული ფონდის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგის სახელმწიფო საინვესტიციო ორგანო მასკისთვის მსხვილი მოცულობის სახელფასო ჩეკის გაცემას აქამდეც შეწინააღმდეგებია. საუბარია 2024 წლის მოვლენებზე, როცა მასკმა ანაზღაურების სახით $56 მილიარდის მიღება მოითხოვა.

განმარტებისთვის, ილონ მასკს სექტემბრის დასაწყისში Tesla-მ $1 ტრილიონის სახელფასო ჩეკი შესთავაზა, თუ ის მთელ ყურადღებას კომპანიის განვითარებაზე გადაიტანდა და 10 წლის განმავლობაში საავტომობილო და ტექნოლოგიური ინდუსტრიების გიგანტის კაპიტალიზაციას $8.5 მილიარდამდე გაზრდიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ გულისხმობს თანხის პირდაპირ გადაცემას, არამედ კომპანიაში $1 ტრილიონის აქციების მიღებას, რაც Tesla-ში მასკის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას გამოიწვევს. საბოლოო გადაწყვეტილება ინვესტორებმა 6 ნოემბერს უნდა მიიღონ. ილონ მასკი იმუქრება, რომ თუ კერძო ინსტიტუციური ინვესტორები ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგება და Tesla-ს განვითარებაზე პასუხისმგებლობას სრულად მოიხსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები