მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა ისრაელის 11 კომპანიაში არსებული აქციები გაყიდა

ისრაელი
BM. GE
13.08.25 20:35
247

ნორვეგიის $2-ტრილიონიანმა სუვერენული სიმდიდრის ფონდმა, რომელსაც Norges Bank Investment Management-ი განაგებს, 11 ისრაელურ კომპანიაში არსებული აქციები გაყიდა.

ფონდის გადაწყვეტილება ღაზას ჰუმანიტარულ კრიზისთან და იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე არსებულ რთულ ვითარებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ნორვეგიულმა მხარემ აქციები გაყიდა Bet Shemesh Engines-ში და კიდევ 10 კომპანიაში.

განიხილება დანარჩენ 50 ჰოლდინგში არსებული აქციების გაყიდვაც, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ 20 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ნორვეგიული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არამარტო ისრაელის მიმართ დაწყებულ საერთაშორისო წნეხთან, არამედ ფონდის ეთიკურობის სტანდარტებთან არის დაკავშირებული. წესდების თანახმად, ფონდი ვერ იქნება იმ კომპანიების ინვესტორი, რომლებიც რამე სახით არიან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები