მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიული ორაგული ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდება - Guria Fish Farming

630dd0a98d3d6
მარიამ იზორია
30.08.22 13:40
2267
Guria Fish Farming-ის ნორვეგიული ორაგული ბაზარზე 2023 წლის ზაფხულისთვის გამოჩნდება. ამ დროისთვის ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში ფერმის მოწყობა მიმდინარეობს და წლის ბოლოს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი კომპანია 700 ტონა ორაგულის წარმოებას შეძლებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო დობორჯგინიძემ განუცხადა, სამომავლოდ ექსპორტსაც განახორციელებენ. მისივე თქმით, მიზანი აღმოსავლეთის ბაზარზე, კერძოდ, იაპონიაში შესვლაა.

"ორაგულის პირველი მოსავლის აღებას მომდვენო წლის ზაფხულისთვის დავიწყებთ; როდესაც ორაგული 3-5 კილოგრამს მიაღწევს, გაყიდვა უკვე შეგვეძლება. წინასწარ ზუსტი მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოცულობით არ შევალთ.

უკვე გვყავს პირველი ლიფსიტი, რომელსაც სექტემბრის ბოლოს გადმოვიყვანთ და ეს უკვე საექსპორტო იქნება. ეს ორწლიან პერიოდში განხორციელდება. ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული. ჩვენ გვინდა, რომ აღმოსავლეთის ბაზარზე, კერძოდ, იაპონიაში შევიდეთ.

რაც შეეხება ფერმის მშენებლობას, პირველი ეტაპი ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, შემდეგ განვითარებას ამის შემდეგ დავგეგმავთ. პირველი ეტაპის დასრულება 700 ტონა ორაგულის წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნავს ის.

ინფორმაციისთვის: “გურია ფიშ ფარმინგის” პროექტის ჯამური ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება. კომპანიის განკარგულებაში ჯამში 10 ჰექტარი ტერიტორიაა, საწყის ეტაპზე კი მეურნეობა მხოლოდ 1 ჰექტარს აითვისებს. პირველი ეტაპისთვის 8.5 მლნ ლარი უკვე ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს ნორვეგიული ორაგულის პირველი მეურნეობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები