მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიული ორაგული საქართველოდან! ”გურია ფიშის” & "თიბისის" თანამშრომლობა

“გურია ფიში” - ეს არის ,ქართული კომპანია რომლის მესვეურებმა გადაწყვიტეს არც მეტი და ნაკლები ნორვეგიული ორაგულის წარმოება დაეწყოთ საქართველოში. ასე იქცა კომპანია "გურია ფიში" ნორვეგიული ორაგულის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიად, თუმცა დღეს ეს საწარმო რეგიონშიც ერთადერთია და სრულიად უნიკალური, ინოვაციური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. მანამდე კი იყო საკმაოდ საინტერესო დაგეგმვის გზა: ამ ობიექტის პროექტირება შეასრულა ცნობილმა დანიურმა კომპანია AKVA group-მა. გამოსაყენებელი წყლის ქიმიური ანალიზის კვლევა ჩატარდა ნორვეგიაში, ხოლო ყველა სხვა ექსპერიმენტი და ტესტირება "გურია ფიშის" გუნდმა თავად შეასრულა. ორაგულის ქვირითის შესყიდვა ხორციელდება ნორვეგიიდან, სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია AquaGen-ისგან. მეურნეობის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია "სს Energony JSC". "გურია ფიშის" მესვეურების და დამფუძნებლების იდეა იყო შეექმნათ თევზისთვის ბუნებასთან მიახლოებული გარემო და ვაწარმოოთ პრემიუმ კლასის, ბიოლოგიურად სუფთა ორაგული, გარემოზე ზემოქმედების გარეშე. და ცხადია, საქართველოს დაეკავებიან ადგილი ნორვეგიული ორაგულის მწარმოებელი ქვეყნების სიაში. ეს მისიაც შესრულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები