მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნოსტე“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს

ქათმის ხორცპროდუქტები

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Georgian Poultry Production-ი წარმოების გაორმაგებას გეგმავს.

კომპანია ადგილობრივ ბაზარზე „ნოსტეს“ ბრენდით პანდემიის პერიოდში - 2020 წელს შემოვიდა და მას შემდეგ ყოველწლიურად წარმოების გაორმაგების გეგმის შესრულებას ისახავს მიზნად და ასრულებს კიდეც. Georgian Poultry Production-ი იგივე GPP, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის პორტფელში შედის და აგროსექტორში კასპში, სოფელ ზემო ჩოჩეთში ფერმერულ მეურნეობას მართავს.

ქათმის ხორცპროდუქტების ბრენდის განვითარებაზე Georgian Poultry Production-ი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძემ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია მაღალი ხარისხის ხორცპროდუქტების წარმოებაზეა ორიენტირებული.

„ეს არის პროდუქტი, რომელიც ყოველგვარი დანამატების გარეშე სიმინდსა და ხორბალზე იზრდება, შესაბამისად ზრდა შედარებით ხანგრძლივია და თვითღირებულებაში ცოტა მეტიც ჯდება, მაგრამ მეურნეობა ისე სწრაფად განვითარდა რომ დღეისთვის წლიურად 6 000 ტონა გაუყინავ ხორცს აწარმოებს. ქათმის ნედლი ხორცი მხოლოდ „ნოსტეს“ ბრენდის მაღაზიებში იყიდება და მომხმარებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხშირად ყოფილა, რომ დღის პირველ ნახევარში მაღაზიებში ხორცი სრულად გაყიდულა.

უახლოეს მომავალში გეგმაში წარმადობის გაორმაგება გვაქვს, მაგრამ გვინდა ჯერ მაღაზიები გავხსნათ, მივაწოდოთ ინფრასტრუქტურა და წარმოება თავისი სარეალიზაციო პუნქტებით ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ“, - ამბობს მინდია საბანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები