მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოტარიუსთა პალატას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ეკატერინე ნანდოშვილი
BM. GE
24.09.23 11:20
196

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო.

თავმჯდომარის, მოადგილის და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა კოლეგებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საერთო კრებაზე აღინიშნა 2021-2023 წლებში სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, მათ შორის: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 70 წლამდე გაზრდა; სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება; ბიუროების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე; დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ნოტარიუსთა პალატის კურატორი - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მინისტრის მოადგილეები და იუსტიციის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები