მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნოვა“ 16 წლისაა - აღნიშნე და მიიღე საჩუქრები

636506ed4d239
BM.GE
04.11.22 16:30
1037
სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორსა და მწარმოებელ კომპანიას „ნოვა“ 16 წელი შეუსრულდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც ამ თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნას გეგმავს, რაც პირველ რიგში მომხმარებლების დასაჩუქრებას გულისხმობს.

„ნოვას“ დაბადების დღე ოთხ დღეს გაგრძელდება – ხვალ, 5 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დღეებში მის ნებისმიერ მეგაცენტრში მისული მომხმარებლები 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. მათ დახვდებათ გათამაშებაც, რომელში ჩართვის შემთხვევაშიც მრავალფეროვან პრიზებს მიიღებენ.

გააგორე და მოიგე - ასე ჰქვია გათამაშებას. მისი წესები კი მარტივია, გააგორებ კამათელს და მოიგებ 50, 100 ან 300 ლარიან ვაუჩერს, ელექტრო ბურღს, ხრახნდამჭერს, ხელსაწყოების ნაკრებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, საბითუმო ფასდაკლებას წლის ბოლომდე ან 16 წამს ნოვაში, რა დროშიც შეგიძლია ამოარჩიო ნებისმიერი ნივთი და მიიღო სრულიად უფასოდ. კამათლის გაგორებას შეძლებ დღეში ერთხელ, 300 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში.

"თუ შოურუმებში სტუმრობას ვერ ახერხებ, გული არ დაგწყდეს, 5, 6, 7 და 8 ნოემბერს 30%-მდე ფასდაკლება „ნოვას“ ონლაინმაღაზიაშიც დაგხვდება. ამასთან ერთად, 100 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში, თანხის 16% ვაუჩერის სახით უკან დაიბრუნებ. აქციით სარგებლობა დღეში ერთხელ შეგეძლება, ხოლო ვაუჩერის სახით დაბრუნდება მაქსიმუმ 300 ლარი.

„ნოვამ“ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო, რაც სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას მოიცავდა. 2011 წლიდან მან საკუთარი წარმოების ხაზი შექმნა და დღეს ის საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიან წარმოებას ფლობს. „ნოვა“ რამდენიმე ასეულ ქართულ პროდუქტს ქმნის, მომავალი წლიდან კი ახალი მიმართულებების დამატებასაც გეგმავს.

მისი მეგაცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, მარნეულსა და ხაშურში", - აცხადებენ კომპანიაში. 


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები