„ნოვა“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. კომპანიის ფილიალები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. „ნოვამ“ გასულ კვირაში 50 მილიონი ლარის 5-წლიანი სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. ტრანზაქცია 80 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში განხორციელდა. ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის დიაპაზონი TIBR 6M + 3.00% - 3.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი TIBR 6M +3.25%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დაბალი სპრედია B+ საკრედიტო რეიტინგის მქონე არასაფინანსო ემიტენტების საჯარო ობლიგაციებს შორის. ფასიანი ქაღალდების ინვესტორები სრულად ინსტიტუციური ინვესტორები არიან, მათ შორის არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD), რომელიც ემისიის სტრატეგიულ ინვესტორს წარმოადგენს. მოზიდულ სახსრებს კომპანია საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისთვის გამოიყენებს. სადებიუტო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში “ნოვამ” Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგიც მოიპოვა: B+, სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მიღების პროცესის მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო. მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანია NOVA-ს რომელიც ჩვენს თვალწინ იზრდება და ქვეყნის აწ უკვე კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა: გარდა ობლიგაციების სადებიუტო გამოშვებისა საკმაოდ წარმატებული მოთხოვნით და სპრედით, 2025 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი სტურქუტურული რეიორგანიზაცია მოხდინა, დირექტორთა საბჭოში ახალი წევრების, მათ შორის დამოუკიდებელი წევრების მოწვევით. კომპანიის მენეჯმენტში გამოჩნდენ ახალი თაობის მენეჯერები, ფინანსისტები და ეკონომისტები, რომელთაც ზვიად აბულაძესთან და ედიშერ ხიმშიაშვილთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური ამოცანების შესრულება მოუწევთ. ამ დროისთვის, ნოვამ უკვე აამოქედა ახალი საწარმო ქუთაისში და გაზაფხულისთვის, აპრილში ამოქმედდება წარმოებები ხაშურში, მარნეულში და თელავში. უმსხვილესი ინვესტიცია და დაახლოებით 300.000 კვადარატული მეტრის მიწის ფართობის შეძენა ფოთში, მისცემს საშუალებას კომპანიას რომ გარდა საქართველოს მასშტაბით მაქსიმალურად მობილური მიწოდებისა დამკვეთებისთვის საჭირო სამშენელობო მასალებისა, რეიოგნის მასშტაბითაც დაუდოს საფუძველი უმსხვილეს წარმოებას, რომელიც NOVA-ს რეგიონალური მნიშვნელობის მოთამაშედ აქცევს. კომპანია აქტიურად აგრძელებს იმპორტჩანაცვლების პოლიტიკას, და საქართველოში არაერთი პროდუქტის წარმოება დაიწყება, მათ შორის ბიდონებისაც, რასაც აქამდე რთულად თუ წარმოოდგენდა ვინმე. ეს არის ის ექსპრეს ფილიალები, რომელსაც ნოვა გეგმავს რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოაწყოს, რათა მაქსიმალურად გაადვილოს პროდუქციის ხელმისაწვდომობა დამკვეთებისთვის. თქვენს ეკრანებზე მხოლოდ რენდერებია თუმცა, მალე ეს ყველაფერი გაჩნდება საქართველოს რეგიონებსა და ცენტრებში ევრობონდების განთასვება, 2000 მეტი თანამშრომელი და მილიადიანი ბრუნვა დაისახეს მიზნად ნოვას მესვეურებმა მორიგი საიუბილეო თარიღისთვის, როცა დაარსების 25 წლის იუბილეს 2030 წელს აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, გამოუვათ და წარმატებები მათ!


































