მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Novartis-მა $12 მილიარდად Avidity-ის ყიდვა გადაწყვიტა

novartis ნოვარტისი

ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Novartis-მა ბიზნესის გაფართოება და Avidity Biosciences-ის შესყიდვა გადაწყვიტა. გარიგების მოცულობა 12 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 46%-იან პრემიუმს წარმოადგენს.

Avidity-ის სახელით ცნობილი ამერიკული კომპანია ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების შექმნაზე მუშაობს, ხოლო ამ მიმართულებით განვითარდება Novartis-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ Novartis-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 253 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის შვეიცარიის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები