მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Novartis-მა $2.9 მილიარდად MorphoSys-ის შესყიდვა გადაწყვიტა

novartis ნოვარტისი

ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Novartis-მა ბიზნესის გაფართოება და ონკოლოგიური პრეპარატების მწარმოებელი გერმანული ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, MorphoSys-ის 2.9 მილიარდ დოლარად შესყიდვა გადაწყვიტა.

გარიგების წარმატებით დასრულების შემდეგ, Novartis-ის მფლობელობაში გადავა MorphoSys-ის ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც ამჟამად კლინიკური გამოცდის ფაზაშია, თუმცა ეფექტიანობის მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს.

უნდა აღინიშნოს, $2.9-მილიარდიანი შეფასება MorphoSys-ის საბაზრო კაპიტალიზაციასთან შედარებით 89%-იან პრემიუმს წარმოადგენს, რაც სტარტაპის ინვესტორებისთვის პოზიტიური სიახლეა.

რაც შეეხება Novartis-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 212 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის შვეიცარიის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები