მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Novo Nordisk-ი Akero-ს $5.2 მილიარდად შეისყიდის

akero

Novo Nordisk-ის განცხადებით, კომპანია აშშ-ში ბაზირებულ Akero Therapeutics-ს $5.2 მილიარდად შეისყიდის, რათა წვდომა მოიპოვოს ღვიძლის დაავადებების სამკურნალო პერსპექტიულ პრეპარატზე - ეს დანიური ფარმაცევტული კომპანიის ახალი CEO-ს პირველი მსხვილი გარიგებაა.

მაიკ დაუსტდარმა, რომელმაც Wegovy-ის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ივლისში დაიკავა, სხვა სფეროებში გაფართოების ნაცვლად, ყურადღება სიმსუქნისა და დიაბეტის სამკურნალო ახალ, მაღალეფექტურ მედიკამენტებზე გაამახვილა, რომლებსაც მასთან დაკავშირებული კარდიომეტაბოლური დაავადებების მკურნალობაც შეეძლებათ.

Akero-სთან გარიგება თითო აქციაზე $54-ის ოდენობით ნაღდი ფულის წინასწარ გადახდას მოიცავს, რაც ჯამში $4.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც Akero-ს საბაზრო ფასთან შედარებით 16.2%-იანი ზრდაა.

Akero-ს პრეპარატი efruxifermin კი ამჟამად მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოჰეპატიტის (MASH) სამკურნალოდ კლინიკური კვლევების ბოლო სტადიაზეა.

დუსტდარმა მას მომავალი განვითარებისთვის "მნიშვნელოვანი საყრდენი“ უწოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ Novo ბლოკბასტერულ პრეპარატ Wegovy-ის აქტიურ ინგრედიენტ სემაგლუტიდზე წარმოების ექსკლუზიური უფლების დაკარგვისთვის ემზადება.

Akero-ს შემთხვევაში, Novo-მ გარიგებების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგან მეტაბოლური დაავადებების სფეროში მისი ბოლოდროინდელი ბიოტექნოლოგიური შესყიდვები, როგორც წესი, 1-დან 2 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა.

დუსტდარის დანიშვნის შემდეგ, Novo-ს აქციები 11%-ით გაიზარდა, თუმცა წლის განმავლობაში თითქმის 40%-ით დაეცა, რაც ინვესტორების შეშფოთებას ასახავს, აშშ-ში ექიმების მიერ Wegovy-ის დანიშვნის ტენდენციებთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები