მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Novo Nordisk-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს - რა ხდება კომპანიაში?

Novo Nordisk

Novo Nordisk-ის დირექტორთან საბჭოს თავმჯდომარემ, ჰელგე ლუნდმა განაცხადა, რომ 14 ნოემბერს თანამდებობას დატოვებს. მის ადგილს Novo Nordisk Foundation-ის მმართველი და კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, ლარს რებიენ სორენსენი დაიკავებს. როგორც Novo Nordisk-ში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი რესტრუქტურიზაციის პროცესის დაჩქარება და ამ კუთხით ხელშესახები შედეგის მიღებაა. ლუნდთან ერთად თანამდებობას დაემშვიდობება მმართველი ბორდის წევრთა ნახევარი.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საბჭოს ახალი თავმჯდომარე და ბორდის ახალი წევრები Novo Nordisk-ის მიმართ ინვესტორების ნდობას გაზრდიან და ფარმაცევტულ სექტორში კომპანიის პოზიციებს გააუმჯობესებენ. ლუნდის მიერ გადადგომის გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ბოლო კვირებში კომპანიის შემოსავლების კლება, აქციების ფასის შემცირება და კონკურენტების უკეთესი პოზიციონირება.

თანამდებობაზე ლარს სორენსენის დანიშვნა კომპანიის მმართველ გუნდსა და მეწილეებს შორის არსებული განსხვავებული ხედვების დაახლოებას მოასწავებს. ყოფილი CEO-ს სახელთან Novo Nordisk-ის სტაბილურობა და ფარმაცევტულ სფეროში მიღწეული არაერთი წარმატება ასოცირდება. შესაბამისად, მის მიმართ მოლოდინი ამჯერადაც დადებითია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები