მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტულმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა კონკურენტ Eli Lilly-ს სასამართლოში უჩივლა

eli lillu

დანიურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Novo Nordisk-მა ამერიკულ კონკურენტ კომპანია Eli Lilly-ს აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის სასამართლოში უჩივლა. როგორც ირკვევა, დავის მიზეზი Eli Lilly-ს მიერ სიმსუქნისა და დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტების რეკლამირებისას მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა გახდა. დანიური მხარის განცხადებით, ამერიკული ფირმა საკუთარი პრეპარატების უპირატესობის წარმოსაჩენად მოძველებულ კლინიკურ კვლევებს იყენებს, რითაც მათი პროდუქციას გაყიდვაში ხელს უშლის.

კონკრეტულად, Eli Lilly-მ თავის სატელევიზიო და სოციალური მედიის კამპანიებში საკუთარი პრეპარატები, "ზეპბაუნდი" და "მუნჯარო" Novo Nordisk-ის კონკურენტულ წამლებს, "ვეგოვსა" და "ოზემპიკს" ისე შეადარა, რომ არ აჩვენა მომხმარებლებს უახლესი მონაცემები. მონაცემები, რომელთა თანახმადაც Novo-ს კონკრეტული პროდუქტები კონკურენტულ შედეგებს დებს.

დანიური მხარის მტკიცებით, Eli Lilly არ ითვალისწინებს "ვეგოვის" ახალი, 7.2-მილიგრამიანი დოზის მონაცემებს, რომელიც წონის დაკლების კუთხით ამერიკულ პრეპარატს არ ჩამოუვარდება. სასამართლო სარჩელში აღნიშნულია, რომ უახლესი კლინიკური კვლევის მიხედვით "ვეგოვის" მაღალი დოზით მკურნალობისას პაციენტებმა საშუალოდ 21.3 კგ დაიკლეს, რაც "ზეპბაუნდის" შედეგის იდენტურია.

საყურადღებოა, რომ Novo Nordisk-ის იურიდიულმა გუნდმა Eli Lilly-ს ოფიციალური გაფრთხილება აპრილშივე გაუგზავნა და რეკლამების შეჩერება მოსთხოვა. ამერიკული მხარის მიერ მოთხოვნის უგულებელყოფის შემდეგ კი დანიურმა კომპანიამ მართლმსაჯულებას მიმართა.

Novo Nordisk-ი სასამართლოსგან რეკლამების სრულ აკრძალვას, მცდარი ინფორმაციის უარყოფასა და ფინანსური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

თავად Eli Lilly-ს წარმომადგენლებს შექმნილ ვითარებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, GLP-1 კლასის მედიკამენტების ბაზარზე Novo Nordisk-ი და Eli Lilly მთავარი კონკურენტები არიან. დანიური და ამერიკული ფარმაცევტული გიგანტები ჭარბი წონისა და დიაბეტის მკურნალობის სექტორში ლიდერობისთვის უკვე წლებია იბრძვიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები