დანიურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ბაზარზე თავისი ყველაზე მოთხოვნადი წონაში კლების პრეპარატების, Wegovy-ისა და Ozempic-ის საბაზისო ფასებს 50%-მდე ამცირებს.
ახალი განკარგულების თანახმად, Wegovy-ის ფასი 1,349 დოლარიდან 675 დოლარამდე დაიწევს, ხოლო Ozempic-ის ღირებულება, რომელიც 1,028 დოლარს შეადგენდა, ასევე 675 დოლარით განისაზღვრება.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, მიზნად ისახავს წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდას მილიონობით ამერიკელისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი სადაზღვევო გეგმებიც პირდაპირ არის მიბმული პრეპარატების ოფიციალურ ღირებულებაზე.
Novo Nordisk-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ექსპერიმენტული პრეპარატის, CagriSema-ს კლინიკური კვლევების იმედგაცრუებული შედეგების გასაჯაროება, რამაც კომპანიის აქციების 16%-იანი ვარდნა გამოიწვია.
ექსპერტების შეფასებით, ფასების განახევრებით კომპანია წონაში კლებისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა.




























