მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნოვოროსიისკი - გელენჯიკი - სოჭი - სოხუმი" - ყირიმი სოხუმს ერთობლივ საზღვაო ტურიზმს სთავაზობს

სოხუმი
გიგა ბენია
17.10.23 18:51
290

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი ოკუპირებულ აფხაზეთს საზღვაო მიმოსვლით ერთობლივ ტურიზმს სთავაზობს. “ყირიმი მზადაა, აფხაზეთის ტურიზმის გაფართოებას საკუთარი “კომეტებით” დაეხმაროს”. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. განვითარების ფონდის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარია ნოვოროსიისკი - გელენჯიკი - სოჭი - სოხუმის  მარშრუტზე. 

“აფხაზეთს დიდი პერსპექტივა და, რაც მთავარია, ლოგისტიკა აქვს. საზღვაო გზით ტურისტული ნაკადების ზრდა შესაძლებელია და ამაში ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენ თანამედროვე კომეტები გვყავს, რომლებიც დღესდღეობით გელენჯიკი-ნოვოროსიისკი-სოჭის მიმართულებით დადიან და შემდეგი სეზონისთვის გვსურს, მარშრუტი სოჭიდან სოხუმში გავაგრძელოთ”, - განაცხადა ოკუპირებული ყირიმის ე.წ. განვითარების ფონდის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები