მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოვოროსიისკის საპორტო ტერმინალი დაზიანდა - ყაზახური ნავთობის რუსეთით ტრანსპორტირება შეჩერდა

623c11c143a4b
BM.GE
24.03.22 10:42
3262
რუსული RBK-ს ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო მოხდა ავარია, რომელმაც “კრიტიკული დაზიანება” გამოიწვია. რის შედეგადაც “კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა.

მილსადენის გამტარობა დღეში 1.1 მილიონი ბარელი, წელიწადში კი 60.7 მილიონი ტონაა და ის ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მთავარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს.

რუსული პირველი არხის თანახმად, ავარია 21 მარტის ღამით არსებულმა შტორმმა გამოიწვია. დაზიანება მილსადენის მოტივტივე მონაკვეთზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ტანკერების შევსება ხდება.

RBK-ს თანახმად, “კასპიის მილსადენის კონსორციუმი” მოელის, რომ ტექნიკურ სარემონტო სამუშაოებს “საკმაო პერიოდი” დასჭირდება და თუ გამოვლინდა, რრომ დაზიანებულია ტერმინალის სხვა შემადგენელი სისტემებიც, მაშინ სარემონტო სამუშაოებს ერთიდან ორ თვემდე შეიძლება დასჭირდეს, ამ პერიოდში მილსადენის სისტემის დატვირთვა სრული სიმძლავრის ⅓-ზე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები