მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ნუ დაგეგმავთ მშენებლობას ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ” - “ენერო-პრო ჯორჯია” აჭარის სამშენებლო ბიზნესს მიმართავს

ენერგო-პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აჭარაში მოქმედ სამშენებლო ბიზესს მიმართავს და აფრთხილებს, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ მშენებლობა არ დაგეგმონ. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ელექტროქსელის არქიტექტურა ტექნიკურ სტანდარტებს და ენერგოსისტემის სტაბილურობის პრინციპებს ეფუძნება, შესაბამისად ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების განლაგება კერძო პირების ინტერესების მიხედვით ვერ განისაზღვრება და დეველოპერულ პროექტებს ვერ მოერგება.

"ენერგო-პრო ჯორჯიავერ იმოქმედებს კონკრეტული ბიზნესის და ინდივიდების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ასეთი მოთხოვნა ეწინააღმდეგება ენერგოსისტემის ოპტიმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“, - განაცხადა სს "ენერგო-პრო ჯორჯიასდირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე განხორციელდეს ცვლილება ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

შესაბამისად, კომპანია მიმართავს თხოვნით სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, უმთავრესად აჭარის რეგიონში, საკუთარი ბიზნესის დაგეგმარების პროცესში არ გაითვალსიწინონ არსებული ელექტროქსელის რეკონსტრუქცია ან გადატანა, თუ აღნიშნულით დაასუსტებენ მოქმედი ქსელის მდგრადობას და დააზიანებენ სხვა მომხმარებლების ინტერესებს.

კომპანია სთხოვს ყველას, ისე განავითარონ საკუთარი ბიზნესსაქმიანობა, რომ არ დაირღვეს საქართველოს მთავრობის 366-ე დადგენილებით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონები, არ მოხდეს მშენებლობის დაგეგმარება ელექტრომოწყობილობებთან სიახლოვეს, ან ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად არღვევს მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სსენერგო-პრო ჯორჯია“ 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო არსებული ელექტროქსელი და პასუხისმგებელია მის ექსპლუატაციაზე. არსებული ელექტროქსელი დაპროექტებული და კონსტრუირებულია ისე, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ქსელის მდგრადობა, უსაფრთხოება და აბონენტთა ხარისხიანი ელექტრომომარაგება. მისი ელემენტების ნებისმიერი გადაპროექტება და გადატანა, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენის, თუ სატრანსფორმატორო პუნქტის გადატანა, იწვევს ქსელის საიმედოობის შესუსტებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები