მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუგბარმა" 10 000 ჩურჩხელა ჯარს, საავადმყოფოებსა და 70 წელს გადაცილებულებს გადასცა

5e7e0975ca227
ანი ციხისთავი
27.03.20 18:08
3309
ქართული ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანია “ნუგბარმა” საქართველოს ჯარს, ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს ჩურჩხელები დაურიგა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა მაცაცო გორდეზიანმა განუცხადა.

“ეს ყველაფერი მათი თავდაუზოგავი შრომის გამო მადლიერების გამოსახატად გავაკეთეთ”,- აღნიშნავს გორდეზიანი.

მისი თქმით, “ნუგბარმა” პროდუქცია “წითელი ჯვრისა” და თბილისის მერიის წამოწყებული კამპანიის - “მოხუცების დასახმარებლად” და სოციალური კამპანია #სიკეთეგადამდებიას ფარგლებში დაარიგა. მაცაცო გორდეზიანის თქმით, 1000-1000 ჩურჩხელა საავადმყოფოების პერსონალს გადაეცა, 5000 - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ხოლო 3000 - 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს დაურიგდათ.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა BM.GE-სთან ისიც აღნიშნა, რომ “ნუგბარი” პროდუქციის დარიგებას სამომავლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ოჯახებში აპირებს.

ცნობისთვის, “ნუგბარი” ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქციის შეძენა ნიკორას, კარფურის, სპარისა და ფრესკოს სუპერმარკეტების ქსელშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები