მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუშის ხემსები "რიკტაფელასგან" - სტარტაპის გეგმები

61b9b76f5010d
მარიამ იზორია
16.12.21 10:15
2156
„რიკტაფელა“ პანდემიის პერიოდში შექმნილი ოჯახური ბიზნესია, რომელიც 7 განსხვავებული გემოს მქონე ხემსს აწარმოებს და, ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

როგორც „რიკტაფელას“ კომერციული დირექტორი bm.ge-სთან ამბობს, წარმოებაში საკუთარი ბაღებიდან აღებულ სამი სხვადასხვა ჯიშის ნუშს იყენებენ, რომელიც მარნეულში 14 ჰა-ზე მოჰყავთ.

ამასთან, მისივე თქმით, ამ დროისთვის ნუშის ხემსების შეძენა ორბელიანის განახლებულ ბაზარშია შესაძლებელი, სამომავლოდ კი სხვადასხვა ქსელურ მარკეტში შესვლას და ექსპორტსაც განიხილავენ.

„უკვე შვიდი წელია, რაც მარნეულში ნუშის ბაღები გვაქვს, ხემსების წარმოების იდეა კი პირველი „ლოქდაუნის“ დროს გაჩნდა. ამ დროისთვის სულ 7 განსხვავებული გემოს მქონე ნუშის ხემსი გვაქვს, მათ შორის: მარილიანი, წიწაკიანი, ტკბილ-ცხარე აჯიკით, ნუში შავი და თეთრი შოკოლადებით, ასევე დარიჩინით. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ქსელურ მარკეტებშიც შევიდეთ და მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარს პროდუქტს კარგად გავაცნობთ, უკვე ექსპორტზეც გავალთ; სამომავლოდ გვსურს, ასორტიმენტს ნუშის ჩიფსები და ორცხობილებიც დავამატოთ“, - აღნიშნავს „რიკტაფელას“ კომერციული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები