მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუშზე შიდა ბაზარზე მოთხოვნა არ არის, რადგან მისი მოხმარების კულტურა არ გვაქვს“ - ლერი ტაბატაძე

63c844386e1fe
ალა ისპირიანი
18.01.23 23:07
2214
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ლერი ტაბატაძე ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე ნუშზე მოთხოვნა არ არის. როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: ნუშის მოხმარების კულტურის არქონა და მისი გადამუშავების პრობლემები.

„შიდა ბაზარზე ნუშზე მოთხოვნა, არ არის, რადგან ჯერ-ჯერობით მისი მოხმარების კულტურა არა გვაქვს. ასევე, ნუშის გადამამუშავებლები არ არის, რამაც შეიძლება ეს პროდუქცია გადაამუშაოს. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ. ხარისხიანი პროდუქტი კი ექსპორტისათვის მნიშვნელოვანია. ასევე გვჭირდება სერტიფიცირება, რომ ევროპულ ბაზრებზე მოვხვდეთ და ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ.

ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამოფენებზე სიარული საკმაოდ ძვირადღირებულია. ჯერ ახალგაზრდა დარგი ვართ და ასეთი არხები დალაგებული არა გვაქვს. სახელმწიფოს ჩართულობა ამ ნაწილში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოფენებზე ვიაროთ. მოვძებნოთ ჩვენი ფოკუს ბაზრები და ამაზე გავაკეთოთ სწორება. გავიგოთ რა სჭირდებათ მათ ჩვენი არსებული მანქანა დანადგარები, საწარმოები გადავაიარაღოთ და ისეთები შევქმნათ რაც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ლერი ტაბატაძემ. 

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ნუშის ქართველი მწარმოებლები გასაღების ბაზრებს ეძებენ. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე წლევანდელი მოსავლის რეალიზაცია თითქმის არ განხორციელებულა. ქართული ნუშისთვის პერსპექტიული ბაზრები ევროპა და გალფის ქვეყნებია, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ექსპორტი ფერხდება ჭარბი მოსავალი და საერთაშორისო ბაზარზე ნუშზე არსებული დაბალი ფასია. ასოციაციის ცნობით, ფერმერებმა წელს დაახლოებით 600 ათასი ტონა ნუშის და ამდენივე მოცულობის კაკლის მოსავალი მიიღეს, თუმცა კაკლისგან განსხვავებით რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ ნუშის შემთხვევაში შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები