მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA კაპიტალიზაციით პლანეტის #1 კომპანია გახდა

Nvidia

პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nvidia-მ 1-ელი ადგილი დაიკავა, რადგან მან Apple-ისა და Microsoft-ის ჩამოქვეითება შეძლო.

ამჟამად Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 432 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ერთ წელიწადში Nvidia-ს შეფასება 200%-ითაა გაზრდილი, ხოლო 5-წლიან პერიოდში მისი კაპიტალიზაციის ზრდის მაჩვენებელი 2,600%-ს აღწევს, რაც ბირჟაზე დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები