მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-მ ახალი ფლაგმანური AI-პროცესორი წარადგინა

Nvidia

ნახევარგამტარების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ, Nvidia-მ ახალი თაობის ფლაგმანური AI-პროცესორი, HGX H200 წარადგინა, რომელიც წინამორბედთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მძლავრია.

H200-ს 1.8-ჯერ უფრო დიდი მეხსიერების მოცულობა და გაუმჯობესებული სიჩქარე აქვს. გარდა ამისა, H200-ის გრაფიკულ ბარათს წამში 4.8 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემების გადამუშავება შეუძლია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. Nvidia-ს ახალი პროდუქტი ხელოვნურ ინტელექტს მონაცემების დამუშავების და გენერაციის პროცესის დაჩქარების არნახულ შესაძლებლობას მისცემს.

ახალი თაობის პროცესორის წარმოება 2024 წლიდან დაიწყება და მთელი წლის მარაგები უკვე წინასწარაა დაჯავშნილი. საქმე ისაა, რომ Nvidia-ს პროცესორებს AI-ტექნოლოგიის განვითარებაზე მომუშავე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის, Microsoft, Meta, Google და Tesla ყიდულობენ და მათ იმდენი პროცესორის შესყიდვა სურთ, რამდენის წარმოებასაც თავად Nvidia-ს ქარხანა გასწვდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ H200 ამჟამად სილიკონის ველზე ყველაზე მოთხოვნადი საქონელია, რომლის ხელში ჩასაგდებად ტრილიონიანი კომპანიები იბრძვიან.

ოფიციალური პრეზენტაციისას Nvidia-ს H200-ის ფასი არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინამორბედი დაახლოებით 30,000 დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა, შესაბამისად, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ახალი პროცესორის ფასი 50,000 დოლარს მიაღწევს. ცხადია, ეს პროდუქტი სამომხმარებლო ბაზრისთვის არ არის განკუთვნილი და მის შეძენას კერძო პირები არ გეგმავენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ H100-ის წყალობით, Nvidia-ს აქციების ღირებულება წელს 240%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, ბაზარზე H200-ის გამოჩენა Nvidia-ს ისედაც დომინანტურ პოზიციას კიდევ უფრო მეტად გაამყარებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები