მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NVIDIA-მ კომპანია Synopsys-ში $2 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

synopsys

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, NVIDIA-მ ტექნოლოგიურ კომპანია Synopsys-ში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

Synopsys-ის საქმიანობა ნახევარგამტარების წარმოებას, დიზაინის შექმნას და ჩიპების არქიტექტურის შედგენისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ოპერირებას მოიცავს.

NVIDIA-ს განცხადებით, ამ კომპანიაში ინვესტირებით პლანეტის უმსხვილესი კონგლომერატი ახალი თაობის ჩიპების შექმნას და დიზაინის შედგენის პროცესში AI-ის უფრო აქტიურად ჩართვას შეძლებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, მეცნიერები ახალი პროდუქტების პროექტირებას, მოდელირებას და ტესტირებას უფრო მეტი სიზუსტით და ნაკლები დანაკარგებით შეძლებენ.

ამბის გავრცელების შემდეგ, Synopsys-ის შეფასება 7%-ით, $81.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო NVIDIA-ს კაპიტალიზაცია $4.4 ტრილიონის ფარგლებშია, რომელსაც 1.5%-იანი ზრდა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები