Financial Times-ის ცნობით, Nvidia-მ მწარმოებელ პარტნიორებს მალაიზიაში, სინგაპურში, ტაილანდსა და ინდონეზიაში საკუთარი ჩიპებით აღჭურვილი სერვერების გაგზავნის შეჩერება მოსთხოვა.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის Dell-მა და Supermicro-მ, ოთხივე ქვეყნის მყიდველებს აცნობეს, რომ Nvidia მათი შეკვეთების მიწოდებას აღარ დაუშვებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია, დროებითია თუ არა ეს შეზღუდვა და მოიხსნება თუ არა ის მას შემდეგ, რაც Nvidia და მისი პარტნიორები აშშ-ის ახალი საექსპორტო კონტროლის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ახალი რეგულაცია აამოქმედა. ამ წესმა გააუქმა შესაბამისობის ის მექანიზმი, რომელიც ჩინელ დეველოპერებს ინდივიდუალური საექსპორტო ლიცენზიების გარეშე მოწინავე საწარმოო სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევდა.
























