Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილმა კომპანია Firework-მა განაცხადა, რომ მისმა წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ხუთჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით. კომპანიამ 1.5 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიზიდა, რის შედეგადაც მისი საბაზრო ღირებულება 17.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
საქმე ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოდელების მაღალი ღირებულება ფინანსურ დირექტორებს სულ უფრო მეტად აშფოთებთ. ისინი ღია კოდის მქონე (open-source) ალტერნატივების განხილვას იწყებენ.
სწორედ ეს ტენდენცია უწყობს ხელს ღრუბლოვან სტარტაპ Fireworks-ს, რომელიც Amazon-სა და Google-ს უწევს კონკურენციას.
Fireworks ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე Anthropic და OpenAI, რომელთაგან თითოეული ინვესტორებმა წელს 800 მილიარდ დოლარზე მეტად შეაფასეს. იგი ახლოსაც ვერ მივა წამყვან ტექნოლოგიურ გიგანტებთან, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონობით დოლარს შეადგენს. თუმცა, სტარტაპის მიერ მიღწეული შემოსავალი იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიები ბოლომდე კმაყოფილნი არ არიან იმ მოდელებით, რომლებსაც წამყვანი ლაბორატორიები ქმნიან.
Fireworks სპეციალიზებული ინტელექტის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Doximity, Revolut და Shopify, საშუალებას აძლევს გაწვრთნან და გამოიყენონ თავიანთ მონაცემებზე, სამუშაო პროცესებსა და საჭიროებებზე მორგებული მოდელები.
Fireworks გლობალურ ბაზარზე ასობით მოწინავე ღია მოდელს სთავაზობს მომხმარებლებს ტექსტური, გამოსახულების, ემბედინგისა (embedding) და მულტიმოდალური ფორმატების სახით.
პლატფორმა 200-ზე მეტ მოდელს აერთიანებს ტექსტის, გამოსახულებისა და მულტიმოდალურ ფორმატებში. ამასთან, ის უზრუნველყოფს ახალი მნიშვნელოვანი ღია მოდელების მხარდაჭერას, მათი გამოშვებიდან სუკ რამდენიმე საათშიც კი.
ახალ ფინანსებს Fireworks საინჟინრო გუნდის გაფართოებისა და გლობალური საგამოთვლო სიმძლავრეების გაზრდისთვის გამოიყენებს, რათა ბიზნესის მხრიდან მკვეთრად მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და გააღრმაოს პარტნიორობა ისეთ ღრუბლოვან პროვაიდერებთან, როგორებიცაა Microsoft და NVIDIA.




























