ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტმა, Nvidia-მ მორიგი რეკორდი დაამყარა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი გახდა.
საბაზრო შეფასებით, Nvidia მსოფლიოში ყველა კომპანიას უსწრებს და მას ერთწლიან პერიოდში 95%-იანი ზრდა აქვს. თუკი 5-წლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჯენსენ ჰუანგის მიერ დაფუძნებული კომპანიის შეფასება 1,300%-ით არის გაზრდილი.
Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.




























