მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$5.3 ტრილიონი – NVIDIA-ს შეფასებამ ახალ რეკორდს მიაღწია

NVIDIA ჯენსენ ჰუანგი

წინა სავაჭრო სესიის დასრულებისას Nvidia-ს აქციების ფასი კიდევ 4%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $5.3 ტრილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი საჯარო კომპანიების ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ღირებულებაა და ჯენსენ ჰუანგის კომპანიას ამჟამად აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი თვის დასაწყისიდან უწყვეტად იზრდება. არსებული მონაცემებით, Nvidia მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს მყარად ინარჩუნებს და მნიშვნელოვნად, თითქმის $1 ტრილიონით უსწრებს მთავარ კონკურენტს, Google-ს.

5-წლიან პერიოდში Nvidia-ს შეფასება 1,340%-ით არის გაზრდილი, ხოლო 1-წლიან ჭრილში მისი ზრდის მაჩვენებელი 100%-ს აღწევს.

Nvidia-ს საბაზრო წარმატება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე არსებულ მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსხვილი Cloud-პროვაიდერები დღეისათვის სწორედ Nvidia-ს პროდუქციას იყენებენ, რაც კომპანიის შემოსავლებს მკვეთრად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელთან დაკავშირებით ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები