აშშ-არაბეთის მთავრობებს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი NVIDIA საუდის არაბეთში 18,000 ერთეულ AI-ჩიპს გაგზავნის, რაც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგება იქნება.
როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, ამ გარიგებით ამერიკული კომპანია დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ხოლო საუდის არაბეთი ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის დამოუკიდებლად განვითარებას შეძლებს, რაც ქვეყანას ეკონომიკურად განვითარებაში დაეხმარება.
როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის მთავრობა ქვეყანაში რამდენიმე Data-ცენტრის აშენებას გეგმავს, სადაც NVIDIA-ს წარმოების GB300 Blackwell-სერიის კომპიუტერები განთავსდება.
ბუნებრივია, ამ სიახლის გავრცელება ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს, რომლის ფონზე, NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.




























