ყაზახეთში ახალი თაობის, 2 მილიარდ დოლარად შეფასებული Data-ცენტრი აშენდება. პროექტი ყაზახური Freedom Holding-ის, NVIDIA-ს, OpenAI-ისა და ყაზახეთის ციფრული განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელდება.
როგორც ცნობილია, დაფინანსებას Freedom Holding-ის მიერ შექმნილი ინვესტორთა კონსორციუმი უზრუნველყოფს, ხოლო NVIDIA და OpenAI პროექტის ტექნიკურ მომარაგებასა და მხარდაჭერაზე იზრუნებენ.
Freedom Holding-ის დირექტორის, მილიარდერი მეწარმის, ტიმურ ტურლოვის განცხადებით, ამ პროექტის წყალობით ყაზახეთი ცენტრალური აზიის რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად იქცევა და ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე შეძლებს გადასვლას.
სამინისტროს განმარტებით, Data-ცენტრის მოწყობისათვის მთავრობა ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს და სპეციალურ AI-აკადემიასაც მოაწყობს, რომელიც კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.




























