მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეჩერება ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს - BlackRock-ის დირექტორი

ლარი ფინკი

ამერიკული საინვესტიციო გიგანტის, BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი ფინკმა განაცხადა, რომ მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეჩერება ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს.

მილიარდერმა ინვესტორმა ეს განცხადება მესამე კვარტალის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ის მონაცემთა ცენტრების შესახებ მოსახლეობაში არსებულ შიშებს დეზინფორმაციას უწოდებს და კანონმდებლებს საპროტესტო ტალღის დაიგნორებისგენ მოუწოდებს.

მილიარდერის განმარტებით, ტექნოლოგიური ობიექტების მშენებლობა ეკონომიკურ პრობლემას არ ქმნის, რადგან მსგავსი ცენტრები უპრეცედენტო რაოდენობის სამუშაო ადგილებს აჩენენ და ეკონომიკას აძლიერებენ.

შესაბამისად, ფინკი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზეა დამოკიდებული და თუ ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება ან მორატორიუმი გამოცხადდება, ეს მშპ-ის შემცირებას გამოიწვევს.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ფინკის შეფასებით, 2027 წლისთვის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კაპიტალური დანახარჯები $1 ტრილიონს გადააჭარბებს. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის AI-ინვესტიციების მოცულობა $5 ტრილიონზე მეტს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები