Nvidia-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ მის AI ჩიპებში, მათ შორის H20-ში არავითარი ფარული წვდომის მექანიზმი ჩაშენებული არ არის და კომპანიას მოწყობილობების დისტანციურად მართვა არ შეუძლია.
ტექ-გიგანტის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა, დევიდ რებერმა აღნიშნა, რომ ასეთი სისტემის ჩაშენება Nvidia-ს ინტერესში არ არის, რადგან მსგავსი რამის მომხმარებლის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიის მიმართ ნდობას გაქრება. ეს კი Nvidia-ს სურვილი ვერანაირად იქნება.
ტექ-გიგანტს განცხადების გავრცელება მას შემდეგ მოუწია, რაც ჩინურმა რეგულატორმა ფარული წვდომის მექანიზმის არსებობის შესახებ ეჭვი გააჟღერა. ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ გამოკითხვაზე Nvidia-ს ადგილობრივი წარმომადგენლებიც კი დაიბარა.
მეორე მხრივ, კომპანიას პრობლემას ამერიკული მხარე უქმნის. კანონმდებლები “ჩიპების უსაფრთხოების აქტის” დასამტკიცებლად ემზადებიან. რომელიც Nvidia-ს ექსპორტირებულ ჩიპებში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემის ჩაშენებას დაავალდებულებს. ტექ-გიგანტი ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და თვლის, რომ მსგავსი მექანიზმის დაყენება კომპანიისა და მისი პროდუქტებისადმი ნდობას სერიოზულად შეამცირებს.




























