მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NYT: ბრიტანელი მილიარდერი "ჩელსის" შესაძენად რეკორდულ თანხას, $5,3 მლრდ ასახელებს

626e52c9a68db
მარიამ ადამია
02.05.22 08:46
1184
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი - ჯიმ რედკლიფი, რომან აბრამოვიჩს, "ჩელსის" საფეხბურთო კლუბის შესაძენად 5.3 მლრდ დოლარს სთავაზობს. The New York Times-ის ცნობით, თუკი გარიგება შედგა, ეს სპორტული გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვა იქნება. რედკლიფის თქმით, ის დიდი გულშემატკივარია კლუბის და სწორედ ამიტომ სურს მისი შეძენა და არა მოგების მიღების მიზნით. გარდა ამისა, ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ 10 წლის განმავლობაში "ჩელსიში" 2.1 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. ასევე თანხა, "სტემფორდ ბრიჯის" სტადიონის რეკონსტრუქციასაც მოხმარდება. ეს აბრამოვიჩის ერთ-ერთი პირობა იყო.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლონდონში უნდა იყოს კლუბი, რომელიც ასახავს ქალაქის სტატუსს", - თქვა რატკლიფმა, რომელიც გეგმავს კლუბი რეალთან, ბარსელონასთან ან ბაიერნთან გაათანაბროს.

„ჩვენ გავაგრძელებთ გუნდში ინვესტირებას ისე, რომ გვქონდეს მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშეების, მწვრთნელებისა და დამხმარე პერსონალის უმაღლესი დონის სია“, - თქვა რედკლიფმა.

გარიგების შემთხვევაში, რედკლიფი იღებს ვალდებულებას კიდევ 3.1 მლრდ დოლარი, საქველმოქმედო ფონდისთვის გამოყოს და უკრაინელებს დაეხმაროს.

როგორც NYT აღნიშნავს, რედკლიფის მოულოდნელი შეთავაზება, შესაძლოა სხვა განმცხადებლებს არ მოეწონოთ, რადგან მის მიერ დასახელებული თანხა, მინიმუმ სამი მილიარდით აჭარბებს, აბრამოვიჩის წინადადებას.

ცნობისთვი, "ჩელსის" გაყიდვა, როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ბრიტანეთის მთავრობის თანხმობას მოითხოვს, ანუ მთავრობამ უნდა გასცეს ლიცენზია გარიგებისთვის, ხოლო პრემიერ ლიგამ ახალი კლუბის მფლობელი უნდა დაამტკიცოს.

Forbes Real-Time-ის მონაცემებით, რედკლიფის ქონება, 15.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო "ჩელსის" შეძენის მცდელობა არ არის მილიარდერის პირველი ინვესტიცია სპორტში. ამ დროისთვის, ბიზნესმენი ფრანგულ საფეხბურთო კლუბ OGC Nice-ს ფლობს მონაკოში და ასევე შვეიცარიულ გუნდ FC Lausanne-Sport-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები