მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ო’ბრაიანის გზავნილები - გიორგი კლდიაშვილი საქმის კურსში

მკაფიო გზავნილები ჰქონდა, გუშინ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში პრემიერთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრები, საღამოს პრესკონფერენციაზე შეაჯამა. ობრაიენმა ხაზგასმით თქვა, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ მოვა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში, თუ ძალადობა განხორციელდება დემონსტრანტებზე და შესუსტდება დემოკრატია, აშშ-ის მხრიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. ამერიკა -საქართველოს ურთიერთობების გადახედვაზე ისაუბრეს თეთრ სახლშიც. თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდება, ის აიძულებთ ფუნდამენტურად გადახედონ ურთიერთობას საქართველოსთან. რას ნიშნავს ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილები, რა თქვა ობრაინემა სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე და არსებობს თუ არა შესაძლებლობა ე,წ რუსული კანონი გადაიხედოს?

სტუმარი: გიორგი კლდიაშვილი - IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები