მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ო'ბრაიენი: "აშშ მოუთმენლად ელის პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას"

ილია დარჩიაშვილი ობრაიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა.

ქართველ დიპლომატთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე თავად ო'ბრაიენი წერს:

"როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები