მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განთავსება აფხაზეთის ინტერესებში შედის” - ასლან ბჟანია

ასლანი

“ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განთავსება აფხაზეთის ინტერესებში შედის”, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

"ამას სახსრები სჭირდება და ჩვენ მათ ვეძებთ. ჩვენი მოკავშირის პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ერთიანი ფრონტი. ეს საკითხები არასოდეს ტოვებს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი კონტაქტების დღის წესრიგს. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ ამაზე“, - განაცხადა ბჟანიამ.

ასლან ბჟანიას განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებს ადრეც უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ახლა, როდესაც მსოფლიო დიდი ომის ზღვარზეა, ის უფრო აქტუალური გახდა.

"უკვე არის დადგენილება რუსეთის საზღვაო ძალების გემებისთვის მიწის გამოყოფის შესახებ. არ მგონია, საჭირო იყოს უფრო კონკრეტულად შეთანხმებაზე საუბარი. სამხედრო უსაფრთხოების საკითხები ის საკითხებია, რომლებიც არც ისე ღიად და ყველგან უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ბჟანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები