მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა, შესაძლოა, წელს განთავსდეს

ფლოტი

რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში, შესაძლოა, 2024 წელს განთავსდეს. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განუცხადა.

"ოჩამჩირეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ოპერირება, შესაძლოა, წელს დაიწყოს, თუმცა გაშვების ზუსტი დროის დასახელება მიჭირს. ასევე იმის თქმაც [მიჭირს], კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში”,- განაცხადა სერგეი შამბამ.

2023 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაჩნდება. მაშინ ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები