მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

62e2634a37fea
თელარა გელანტია
28.07.22 14:20
1221
„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი - გურამ მაჭარაშვილი ტოვებს ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის სამეულს უერთდება.

„როგორც ჩემმა კოლეგებმა, მეც მივიჩნიე საჭიროდ [პარტიის დატოვება], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაფუძნების დღიდან მაკავშირებს წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის, აქედან გამომდინარე, როცა განცხადებას ვაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ამას სხვა წონა აქვს“, - განუცხადა მაჭარაშვილმა „ტვ პირველს“.

შეგახსენებთ: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ 28 ივნისს დატოვეს,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები