მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოდირის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ელინა ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში შიშის გარეშე ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება დარღვეული იყო.

"არჩევნებში ხმის მიცემა შურისძიების შიშის გარეშე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში ბოლო არჩევნებში ეს დემოკრატიული უფლება დაირღვა.

ოდირის დასკვნების განხილვა და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს",- წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო/ოდირს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობას უხდის.

ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაა: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები