მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფშორები & საქართველო - საგადასახადო შეღავათების ლოგიკა

რატომ განიხილავს პარლამენტი ოფშორებიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათების დაწესებას დაჩქარებულად? - ეს კითხვა პარლამენტის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორსა და მომხსენებელს პაატა კვიჟინაძეს დაუსვეს. პარლამენტმა ოფშორებთან დაკავშირებული კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილა და ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების მიღებას გეგმავენ.

სტუმარი: ლევან ალაფიშვილი - იურისტი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები