მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოფშორების" კანონი ძალაში შევიდა

ოფშორების კანონი

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელზეც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია, ძალაშია.

ისევე, როგორც "რუსულ კანონს" , "ოფშორების" შესახებ კანონსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი, მას შემდეგ, რაც ვეტო დაძლეული კანონის ხელმოწერაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.

19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.

ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.

რაც ნიშნავს, რომ აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. გარდა ამისა, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს, მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები