მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოფშორების კანონმა” ინვესტიციები ვერ მოიზიდა;

ოფშორების კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში ოფშორებიდან აქტივები ჯერ არავის გადმოუტანია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროცესს დრო სჭირდება. როგორც გიორგი კაკაურიძე ბიემჯისთან აცხადებს, აქტივების გადმოტანის პირველი ნიშნები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მეორე ნახევრიდან იქნება. ის, რომ კანონმა მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწია, დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს ექსპერტების ნაწილს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოფშორების კანონი პოლიტიკური მიზნებისთვის არის მიღებული. ოპოზიცია კი კანონს კვლავ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები