მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოფშორიდან“ საქართველოში - ვის უწესებს „ოცნება“ საგადასახადო შეღავათებს?

ოფშორებიდან საქართველოში - მმართველი გუნდი დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ოფშორიდან ქართულ კომპანიებზე წილების გადმოფორმება და აქტივების გადმოტანა ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტის თანახმად, თუ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია 2028 წლის 1 იანვრამდე წილებს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს გადმოცემა გათავისუფლდება, როგორ მოგების ასევე საშემოსავლოს გადასახადიდან. ასევე ამ კომპანიის მიერ აქტივების მათ შორის თვითმფრინავების, მანქანების თუ სხვა საქონლის შემოტანა იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლდება და ქართული კომპანია 2030 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადს არ გადაიხდის არც მიღებულ აქტივებზე. შეღავათების პირობაა, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილების 100%-ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი უნდა ფლობდეს. ინიციატივის ავტორები ირწმუნებიან, რომ დღეს ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, იმისათვის რომ ეს კაპიტალი საქართველოში გადმოვიდეს შეღავათებია საჭირო.

მმართველი ძალა ჩქარობს - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონად ქცევა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, ამიტომ პარლამენტში განხილვაც სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ცვლილება საგადასახადო კოდექსში ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიასთან ერთად განიხილება, რომელიც მთავრობამ 8 აპრილს დააანონსა, თუმცა მაშინ ოფშორული კომპანიების მიერ წილების და აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისთვის მასშტაბურ საგადასახადო შეღავათზე არც პრემიერს და არც ფინანსთა მინისტრს არაფერი უთქვამს. არაც ისა ცნობილი ვის ეკუთვნის იდეა, ან რა თანხას დაკარგავს ბიუჯეტი ასეთი ოპერაციებისას, ან რა რამდენმა კომპანიამ შეიძლება აირჩიოს საქართველო საკუთარი რეგისტრაციის მთავარ ადგილად. ოპოზიციის უარყოფითი შეფასებების ფონზე, რა საფრთხეს ან სარგებელს ხედავენ ფინანსისტები ამ ცვლილებებში?

სტუმარი: გიგა ბედინეიშვილი - ფინანსისტი;