ოჯახური ტრადიციები თანამედროვე შეფუთვაში - ამ იდეით კომპანია “ოჯახურმა” სუნელ-სანელებლების წარმოება ზუსტად 14 წლის წინ დაიწყო. სწორი სტრატეგიითა და განვითარების უწყვეტი პროცესით ბრენდმა გაფართოება მალევე შეძლო და თავის მხრივ ეს პროდუქციის ასორტიმენტზეც აისახა. დღეს “ოჯახური” მხოლოდ სუნელ-სანელებლების მწარმოებელი კომპანია აღარ არის და ბრენდის ქვეშ უგემრიელესი მარინადები, ჯემები და სოუსებიც ერთიანდება. თითოეული ეს პროდუქცია კი, ადგილობრივთან ერთად არანაკლები მოთხოვნით საერთაშორისო ბაზარზე სარგებლობს. როგორია კომპანიის 14-წლიანი ისტორია რიცხვებში, თუ რიცხვებს მიღმა?
სტუმარი: სალომე ნეფარიძე - “ოჯახურის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად