20 ოქტომბრიდან მცხეთაში, შუახნის და ხანდაზმული ადამიანებისთვის ოჯახური ტიპის სახლი, "ლელიანი" იხსნება. "ლელიანი" საქართველოში პირველი, მაღალი კლასის სახლია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზრუნვას, ინტეგრაციას და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანადგომას საჭიროებს. მათი მიზანი, 65+ ადამიანების სოციალიზაცია და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის მიწოდებას საჭიროებს. ასევე, უსაფრთხო და ემპათიური გარემოს შექმნით, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შუა ხნის და ხანდაზმული ადამიანებისთვის. პროექტის განსახორციელებლად, 6.5 მლნ ლარი დაიხარჯა. ობიექტში 50 ბენეფიციარის განთავსებაა შესაძლებელი, რომლებზეც კვალიფიციური კადრები იზრუნებენ.