მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა

ლევან ხარანაული

"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა.

სამინისტროს ცნობით, ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი.

მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე რატი ბრეგაძე ანრი ოხანაშვილმა შეცვალა, მისი მოადგილის თანამდებობები დაიკავეს: ბექა ძამაშვილმა, ნიკო თათულაშვილმა და ერეკლე ღვინიანიძემ.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ყოფილი მოადგილეები, თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, რომლებიც უწყების ცნობით სამუშაოს საჯარო სამსახურში გააგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები