"ვისოლ ჯგუფის" წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგი“ პირველ მასშტაბურ, მრავალფუნქციურ საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს - "საკენი“ თბილისში, ვაჟა-ფშაველას #25-ში ახორციელებს.
აღნიშნულ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით "ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.
"საკენის“ მშენებლობა ვაჟა-ფშაველას #25-ში უკვე დავიწყეთ. ეს არის ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორია და აქ აშენდება მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ასევე კომერციულ სივრცესთან იქნება ინტეგრირებული. გვყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომელიც ამ სივრცეში გამოჩნდება. კომპანია „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ ამჟამად ჩვენს შიდა არქიტექტორებთან ერთად მუშაობს, კომპანია ჩვენს შენობაში პრემიუმ ხარისხის ფიტნეს დარბაზს და 25 მეტრიან აუზს აკეთებს. ამასთან, ვთანამშრომლობთ სუპერმარკეტების ქსელ "გასტრონომთან", რომელიც მზად არის, თავის პორტფელში ყველაზე დიდი სუპერმარკეტი გახსნას თბილისში, აღსანიშნავია, რომ ვთანამშრომლობთ SKA-სთან, PAUL-თან, Dunkin'-თან და სხვა ბრენდებთანაც", - დასძინა ვასილ ფხაკაძემ.
ინფორმაციისთვის: ვისოლ ჯგუფის წევრი დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლის მაისში გამოჩნდა ბაზარზე პირველი საცხოვრებელი კომპლექსით ,,საკენი”, რომელიც აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტი 36 სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ, 2000 კვ.მ გამწვანებულ ტერასას, პადელის კორტს, ფიტნეს დარბაზს, აუზს, ესთეტიკურ ცენტრს, კაფე-რესტორნებსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი ჯამში 364 ბინასა და 7 პენტჰაუსის მშენებლობას ითვალისწინებს, ის 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.